გეოგ. მდებარეობა და კლიმატი
ბაკურიანი მდებარეობს დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: დიდი მიტარბი, პატარა მიტარბი, პატარა ცემი, საკოჭავი). დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს. მოსახლეობა 2.0 ათასი.

ბაკურიანში აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი, შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა "პანტნარის ტაძარი".

ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარებაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ,ბორჯომიდან 30 კმ).

ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 °C, იანვრისა 7,2 °C, აგვისტოსი 15 °C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.

ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.

იგი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს ბაკურიანი წარადგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.

ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია.

სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.